Saturday, February 4, 2012

PRESENTATION SKILLS

პრეზენტაციის უნარი
პრეზენტაიის გამოყენება სამასწავლებლო პრაქტიკაში


პრეზენტაცია - ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს. ეს არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაციის მიზანია ადამიანების გარკვეულ წრეს გააცნო შენი საქმიანობის, კვლევის შედეგები.
თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე,ადამიანებს მუდმივად უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, განხორციელებული პროექტების და სხვ. წარდგენა. კარგია, როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმარტვის უნარს. ეს საკუთარი შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა.მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებს განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ჩვენ როგორც მასწავლებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ თავად უნდა ვიყოთ კარგი პრეზენტატორები, არამედ მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ ეს უნარი.
კარგი პრეზენტაცია რომ შევძლოთ, 5 ძირითად რჩევას უნდა გავითვალისწინოთ.
1 - მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დავიწყოთ და ეფექტურად დავასრულოთ. დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი.
2 - შევქმნათ შინაარსობრივი ჩარჩო. ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი;
3 - მოვახდინოდ პრეზენტაციის გამჭირვალე დანაწევრება;
4 - რესურსები გონივრულად გამოვიყენოთ;
5 - არავერბალური კომუნიკაცია სწორად გამოვიყენოთ.
პრეზენტაციის დაგეგმვა. პრეზენტაციისთვის გამოყოფილიდრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად წარმართვა.პრეზენტატორმა საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება გამოთვალოს იმ პრინციპიდან, რომ ადამიანი წუთში საშუალოდ 150 სიტყვას გამოთქვამს, შესაბამისად ათწუთიანი პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. გამოსვლის წერილობითი ფორმით მომზადება ძალიან გონივრულია, ხოლო გამოსვლისას სასურველია ვისაუბროთ წინასწარ გამზადებული მინიშნებების დახმარებით. პანიკის თავიდან აცილების მიზნით სასურველია გავიაროთ რეპეტიცია,თვალსაჩინოების გამოყენებით, კოლეგას ვთხოვოთ დაგვისვას ყველა კითხვა რომელიც მას მოსმენისას გაუჩნდება გამოსვლის ბოლოს.
პრეზენტაციის შინაარს ძირითადად მსმენელთა მომზადება და ინტერესი განსაზღვრავს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის დაინტერესება. როცა აუდიტორია შედგება ჩვენი კოლეგებისგან,რომელთაც საერთო ინტერესი გააჩნიათ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი ცოდნა აქვთ მოცემულ სფეროში, შეგვიძლია მათ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, საკითხის ღრმა ანალიზი და გამოვიყენოთ სეციფიკური ტერმინოლოგია. პრეზენტაციის დაგეგმვისას უნდა განვსაზღვროთ თუ როგორი სახის ინფორმაციიდ მიწოდება უფრო ადექვატური იქნება ამა თუ იმ აუდიტორიისთვის. ასევე განმოსვლის სტრატეგიას აუდიტორიის სიდიდე განსაზღვვავს, პატარა აუდიტორიაში რეკომენდირებულია სასაუბრო სტრატეგიის გამოყენება. დიდ ჯგუფებთან გამოსვლისას პრეზენტაცია კარგად უნდა იყოს სტრუქტურირებული, გამოყენებული უნდა იყოს ვიზუალური მასალა და ყველა კითხვას ამომწურავად უნდა ვპასუობდეთ.
საუბრის თემა და მიზანი უნდა მიუსადაგოდ მსმენელთა აუდიტორიას. ამისათვის წინასწარ უნდა განისაზღვროს გვსურს ინფორმაციის მიწოდება, რაღაცის ახსნა თუ კონკრეტული პოზიციის დასაბუთება. სამოქმედო ფორმულა ჩვენთვის იქნებოდა: „ვინ? რას? როგორ? როდის? სად? რატომ?“
პრეზენტაციის წარმართვის წესები. მოხსენების შესავალში მომხსენებელი მსმენელთა აუდიტორიას აცნობს იმ საკითხებს, რასაც საუბრის დროს შეეხება, ამით ის აუდიტორიას ამზადებს საკითხის განსახილველად. მოხსენების მომდევნო ეტაპზე პრეზენტატორი უღრმავდება თითოეულ საკითხს. ბოლოს ის კვლავ უბრუნდება თითოეულ საკითხს რეზიუმეს სახით, რაც აგვირგვინებს გამოსვლას.
კვლევები ადასტურებენ, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას მაქსიმუმ შეუძლია აითვისოს ცხრა-ათი საკითხი, რომლებიცდააახლოებით სამი ქვესათაურის ქვეშ უნდა იყოს გაერთიანებული. საუბრის მთლიანი სტუქტურა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:
შესავალი I II III დასკვნა


პრეზენტაციის სტრუქტურის აგების ეტაპები.
 მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას და ჩამოვაყალიბებთ მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შევადგინოთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გვაქვს საუბრის პროცესში.
 დავაჯგუფოთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად და დავასათაუროდ. თითოეული მსხვილი საკითხვისთვის ქვესაკითხები განვალაგოთ ლოგიკური წესით.
 მოვხაზოთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას პრეზენტატორის შესახებ, თემას და სტრუქტურას.
პრეზენტაციის წერილობით ჩამოყალიბება. რეფერატი - არის ნაშრომი, რომელიც აგებულია სხვადასხვა ავტორისგან ნასესხები მასალებით და მისი კვლევითი ხასიათი ვლინდება ერთზე მეტი თვალსაზრისის სწორად გადმოცემაში და მათ ერთმანეთთან შედარებაში. რეფერატის წერისას უნდა დავამუშაოთ წყაროები და ავტორები და წყარო აუცილებლად მიუთითოთ გამოყენებული ლიტერატურის სიაში. ავტორის ციტირება მხოლოდ წესების დაცვით არის მისაღები. ღეფერატი შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი, სადაც ვხსნით თემის არჩევანს, მოვხაზავთ მიზნებს და ამოცანებს; ძირითადი ნაწილი, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნიტ თემას და ვადასტურებთ ნათქვამს ციფრებით, ფაქტებით ან ციტატებით; დასკვნა - თემასთან დაკავშირებული ჩამოყალიბებული ზოგადი დასკვნები.
Microsoft Power Point-ის მეშვეობით ინფორმაციის დიზაინი პრეზენტაციის ვიზუალურ ნაწილს ეხება და გულისხმობს, როგორც ინფორმაციის ბლოკების ორგანიზებას, ისე გარეგნული მხარის დახვეწას. ეფექტური პრეზენტაცია ისეა სტრუქტურირებული და გაფორმებული, რომ საგრძნობლად უადვილებს აუდიტორიას ინფორმაციის მიღებას, აღქმას, დამუშავებას და უკუკავშირს.
პრეზენტაციის დიზაინის შექმნის დროს შემდეგი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ: სლაიდზე მხოლოდ ძირითადი, აუცილებელი ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი, ტექსტი ლაკონური, არ უნდა იყოს გადატვირთული სასვენი ნიშნებით; ფონისა და შრიფტის ფერები, ძირითადი ელემენტების მდებარეობა უნდა მეორდებოდეს.
პრეზენტაცია უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, თუ საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებას და თვითმყოფად შეფასებებს; რეფერენტი კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს.

სამასწავლებლო პრაქტიკაში აუდიტორიასთან სხვადასხვა სახის მოხსენებების წარდგენა ერთერთ უნნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს. ტრენინგმა მომცა ცოდნა და გამოცდილება იმისა, თუ როგორ შევძლო დამუშავებული თემის კარგი პრეზენტაცია.
ამისათვის ერთერთ პირველ საკითხად განხილული იყო სრულყოფილი პრეზენტაციის წესები, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება იყოს წარმოდგენილი. მოხსენება/პრეზენტაცია ეფექტურად დავიწყოთ და ეფექტურად დავასრულოთ. დასაწყისი და დასასრული არის პრეზენტაციის ხერხემალი. ეფექტური დაწყებით მოიპოვებ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღძრავ მასში, ჩაერთოს მოხსენებაში. ამიტომ ეს ფაზა განსაკუთრებული ძალისხმევიტ უნდა იყოს მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საშიშროება რომ დანსწრეთა დიდმა ნაწილმა დასაჭყისიდანვე არ დაგიგდონ ყური.დასასრული ამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტატორმა უნდა შეეცადოს, რომ დასასრული იყოს პოზიტიური. შევქმნათ შინაარსობრივი ჩარჩო. ძირითადი იდეები არ უნდა იყოს ბევრი. მნიშვნელოვანია,რომ თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიული, იგი უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. მოვახდინოდ პრეზენტაციის გამჭირვალე დანაწევრება; ამიტომ მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გავაცნოთ პრეზენტაციის გეგმა და ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ ერთ წინადადებაში შევაჯამოთ იგი.
რესურსები, მაგ. Power Point-ი, ვიდეო, სტენდები, რეზიუმე, გონივრულად გამოვიყენოთ; მათი სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს გახდის. თვალსაჩინოებები ორი სახის უნდა გამოვიყენოთ: 1) ტექსტური - მთავარი დებულებები და პოსტულატები; და 2) გრაფიკული - სქემა, დიაგრამა, ცხრილი, რუკა, სხვ. არავერბალური კომუნიკაცია სწორად გამოვიყენოთ. მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები მარტივი. მომხსენებელი მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემს გამომეტყველებით,პოზით, ჟესტიკულაციითა და გარეგნობით.
მეტად მნიშვნელოვანია პრეზენტატორის ჩაცმულობა. უნდა იყოს ჩაცმული სასიამოვნოთ, უნდა დაიცვას ზომიერება და კომფორტულად გრძნობდეს თავს.
მნიშვნელოვანი ყურადღება პრეზენტააციის დაგეგმვას ეთმობა. პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო განსაზღვრავს ჩვენს მიერ არჩეული საპრეზენტაციო თემიდან იმ დეტალების რაოდენობას და მოცულობას, რომელსაც უნდა შევეხოთ გამოსვლისას. რაც უფრო მოკლეა პრეზენტაცია მით უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი ეფექტურად წარმართვა.პრეზენტაციის შინაარს ძირითადად მსმენელთა მომზადება და ინტერესი განსაზღვრავს. მომხსენებლის უპირველესი ამოცანაა აუდიტორიის დაინტერესება.
პრეზენტაციის აგებისას მივყვებით თანმიმდევრობას: მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრეზენტაციის თემას და ჩამოვაყალიბებთ მიზანს (აუდიტორიის გათვალისწინებით); შევადგინოთ ყველა საკითხის ნუსხა, რომლის განხილვაც განზრახული გვაქვს საუბრის პროცესში.დავაჯგუფოთ ეს საკითხები რამდენიმე მსხვილ ჯგუფად და დავასათაუროდ. თითოეული მსხვილი საკითხვისთვის ქვესაკითხები განვალაგოთ ლოგიკური წესით.მოვხაზოთ შესავალი ნაწილი და დასკვნა. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს რამდენიმე სიტყვას პრეზენტატორის შესახებ, თემას და სტრუქტურას.
ღონისძიებაში მონაწილეობამ რა შემატა ჩემს გამოცდილებას?ტრენინგის გავლის შემდეგ მე, როგორც მასწავლებელი, შევძლებ დამოუკიდებლად მოვამზადო და წარვმართო პრეზენტაცია არჩეულ თემაზე, და წარვადგინო იგი Microsoft Power Point-ის მეშვეობით. ამასთან ერთად შემეძლება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა აუდიტორიების წინაშე წარდგენა ეფექტური პრეზენტაციის წარმართვის წესების გათვალისწინებით. ასევე, მეცოდინება თუ როგორ ვიზრუნო ჩემს მოსწავლეებში პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაზე, და პრეზენტაცია სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად ვაქციო.
ჩემს მიერ გავლილი კურსი ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის თაობაზე, ყურადღებას ამახვილებდა როგორც პრეზენტაციის სტრუქტურაზე და მისი წარმართვის ძირითად წესებძე, ასევე ინფორმაციის დიზაინის საშუალებებზე, Power Point-ის პროგრამაში მუშაობაზე და რეფერატის მომზზადების ძირითად ასპექტებზე. იყო განხილული პრეზენტაციის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; პრეზენტაციით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება; პრეზენტაციით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება; პროფესიული განვითარებისთვის პრეზენტაციის საშუალებები.


როგორ გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადამიანებს მუდმივად უწევთ თავიანთი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კვლევის შედეგების, განხორციელებული პროექტების და სხვ. წარდგენა. კარგია, როდესაც მასწავლებელი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს. ეს საკუთარი შესაძლებლობების, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა მასწავლებლის პროფესიული განვიტრებისთვის. მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებს განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა. თუკი სხვადასხვა საგანში პრეზენტაციები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება, მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების გამოწვევებს. ამავდროულად სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ჩვენ როგორც მასწავლებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ თავად უნდა ვიყოთ კარგი პრეზენტატორები, არამედ მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ ეს უნარი.
პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის წესების ცოდნა და გამოცდილება შემდეგი პრაქტიკული მიმართულებებით იქნება გამოყენებული:
 სასწავლო მასალის პრეზენტაციის სახით წარდგენა;
 მოსწავლეების პრზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაზე ზრუნვა;
 პროფესიული განვითარების პრაქტიკის კვლევის ანგარიშების და განხორციელებული პროექტების წარდგენა
როგორ ვგეგმავ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისთვის?
1. ეფექტური პრეზენტაციის წესების თაობაზე და სხვა პროფესიული განვითარების მიზნების შესაბამის თემებზე პრეზენტაციების გამართვა, სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, მაგ. Power Point-ი, ვიდეო, სტენდები, ფოტოები, რეზიუმე.
2. ინტეგრირებული გაკვეთილების მსვლელობაში ერთობლივი და ინდივიდუალური პრეზენტაციების კოლეგებთან ერთად მომზადება/ ჩართვა.